Wednesday, December 5, 2012

1. პროექტის სახელწოდება - "ყველა პროფესია საჭირო და პატივსაცემია".
2. პროექტის მთავარი იდეა /თემა/ 1-2 წინადადებით.-მშობლების მიერ ლექცია-საუბრების ჩატარება თავიანთი პროფესიის /საქმიანობის/ შესახებ.
3. პროექტის აქტუალობა.- სკოლის ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა,
4. პროექტის მიზნები.- ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა პროფესიებს, მათ აუცილებლობას, დააკვირდებიან პროფესიიდან გამომდინარე სამუშაო იარაღებს, მათ დანიშნულებას.
5.მონაწილეთა ასაკი.- მეოთხე კლასი/ 9-10 წ/
6.ვადები /ხანგრძლივობა/- 8 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/-მოხდება მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში, ბავშვებს წარმოდგენა შეექმნებათ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ და შეიძლება რომელიმე ბავშვის ცნობიერებაში გაჩნდეს სურვილი სამომავლოდ ესა თუ ის პროფესია აირჩიოს. გარდა ამისა ,სტომატოლოგისა და სხვა დარგის ექიმების მიმართ გაუქრებათ შიში. გაიგებენ, რომ ყველა პროფესიის ათვისებას და ცხოვრებაში მისი სწორად გამოყენებისათვის აუცილებელია კარგი, ძირფესვიანი ცოდნის შეძენა და პრაქტიკული საქმიანობა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-სურათები სხვადასხვა პროფესიის ამსახველი, სამუშაო იარაღები, პლაკატები..
9.პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/-თითოეული მშობელი ატარებს კლასში ლექცია-საუბარს თავისი პროფესიის შესახებ . უჩვენებს ბავშვებს სამუშაო იარაღებს /ლანცეტი, სარკე, ბჯენი, შპადელი, და ა.შ./ 2/ ბავშვები წინასწარ მოიძიებენ მასალას იმ პროფესიის შესახებ, რომელაც ისინი უნდა გაეცნონ ლექციის დროს, მოამზადებენ კითხვებს, რათა მოხდეს მათი ინტერესების დაკმაყოფილება.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.-მოსწავლეთა აღჭურვა ქმედითი ცოდნით, დაეხმაროს მოსწავლეს მომავალში პროფესიის არჩევაში/სწავლის გასაგრძელებლად ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად, მოხდეს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
11.პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი/-126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი  კლასის პედაგოგი ქეთევან ქადაგიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.-ketevankadagidze@gmail.com   

სტომატოლოგი

სტომატოლოგი